ფოთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის საქმეზე ერთ პირს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას - ტილიდინს, რომელიც მოგვიანებით საქართველოში ფოთის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შემოიტანა.
ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცველებმა მისი სამგზავრო ჩანთიდან ამოიღეს.
საქმე ფოთის საქალაქო სასამართლომ განიხილა. სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული დამნაშავედ ცნო როგორც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ისე მისი საქართველოში უკანონოდ შემოტანაში.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.