თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს-ამოღებულია 67 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება

თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ორი პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავეს.

ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ადგილიდან, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 67 შეკვრად დაფასოებული ტეტრაჰიდროკანაბინოლი, კანაფის მცენარეები, მარიხუანა და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.