ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის, ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.
მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და სამუშაოები ინეტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.