ბათუმის საზღვაო პორტში 2026 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში ტვირთბრუნვა 13%-ით გაიზარდა და 6.9 მილიონი ტონა შეადგინა.
ყაზახური კომპანია KazTransOil-ის ინფორმაციით, ზრდა ძირითადად მშრალი, საკონტეინერო და საბორნე ტვირთების გადამუშავების მოცულობის მატებამ განაპირობა.
ყველაზე მნიშვნელოვანი, 58%-იანი ზრდა საბორნე გადაზიდვებში დაფიქსირდა. იანვარ-ოქტომბერში ამ მიმართულებით 467 ათასი ტონა ტვირთი გადამუშავდა.
საკონტეინერო ტვირთების მოცულობა 15%-ით გაიზარდა და 3.264 მილიონ ტონას მიაღწია, ხოლო მშრალი ტვირთების გადამუშავებამ 1.596 მილიონი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს 10%-ით აღემატება.
ნავთობის გადამუშავების მოცულობა 3%-ით გაიზარდა და 1.571 მილიონ ტონას მიაღწია.
კომპანიის განმარტებით, საბორნე გადაზიდვების ზრდას ხელი შეუწყო კონსტანცა–ბათუმის დამატებითი ხაზის ამოქმედებამ და ვარნა–ბათუმის მიმართულებით კიდევ ერთი ბორნის ექსპლუატაციაში შესვლამ.
KazTransOil-ში აღნიშნავენ, რომ აზიასა და ევროპას შორის სატვირთო ნაკადების ზრდისა და შუა დერეფნის განვითარების ფონზე ბათუმის საზღვაო პორტი შავი ზღვის რეგიონში მნიშვნელოვან სატრანსპორტო ფუნქციას ასრულებს.