საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები აგვისტოში გაიზარდა. Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წლის აგვისტოში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $695 მილიონი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.8%-ით მეტია. 
წლის პირველი რვა თვის მონაცემებით, ტურიზმის სექტორიდან მიღებულმა შემოსავალმა ჯამურად $3.2 მილიარდს მიაღწია. იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდს 1.6%-ით აღემატება. 
საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, დადებითი დინამიკის გაგრძელების შემთხვევაში, 2026 წლის მთლიანობაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი $4.9 მილიარდს მიაღწევს. 2027 წლისთვის კი Galt & Taggart $5.3 მილიარდის შემოსავალს პროგნოზირებს.