საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულებამ ოქტომბრის ბოლოს 10.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგროვებითი საინვესტიციო სარგებელი 3 მილიარდ ლარს მიუახლოვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოქტომბერში კონსერვატიული საინვესტიციო პორტფელის ღირებულება 0.14%-ით გაიზარდა, ხოლო დანარჩენ ორ პორტფელში კლება დაფიქსირდა.
საპენსიო აქტივები სხვადასხვა საინვესტიციო პორტფელშია განაწილებული, რომელთა შედეგები ბაზრის ცვლილებებზეა დამოკიდებული.