თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 1389 აბი „მეთადონი“ და „მარიხუანა“ ამოიღეს.
ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად არის დალუქული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.