საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები დღეს ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას გამართავს. ახალგაზრდული ნაკრების მეტოქე გერმანია იქნება.

შეხვედრა გერმანიის ქალაქ ბილეფელდში, „შიუკო არენაზე“ გაიმართება. წინა მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას 1:1 დაუზავდა-ქართველთა გოლი ჰალიდ დოლტმურზიევმა გაიტანა.
 
გერმანიისთვის დღევანდელი მატჩი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: გუნდს ცხრა შეხვედრის შემდეგ 24 ქულა აქვს და საბერძნეთთან ერთად ჯგუფის პირველ ადგილზეა. გერმანია გამარჯვების შემთხვევაში პირდაპირი საგზურისთვის ბრძოლაში საკუთარ პოზიციას გაიმყარებს.