„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს საქართველოს რამდენიმე რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდების დროებითი შეზღუდვაა დაგეგმილი.
გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვები შეეხება ქვემო ქართლისა და აჭარის რამდენიმე დასახლებას.
მარნეულის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 15:00 საათამდე შეიზღუდება. შეზღუდვა შეეხება ყიზილაჯლოს, შახტოსტროის, მუღანლოს, ქესალოს, სადახლოსა და სხვა დასახლებებს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შეზღუდვა 13:30-დან 14:00 საათამდეა დაგეგმილი, მათ შორის ორბეთში, დიდ თონეთში, ღვევისა და პირველი შამთის ტერიტორიებზე.
ქედის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 19:00 საათამდე, მონაცვლეობით შეიზღუდება. შეზღუდვა შეეხება კოლოტაურს, კოკოტაურს, ორცვას, კორომხეთსა და სხვა სოფლებს.
ელექტროენერგიის მიწოდება სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ უნდა აღდგეს.