სანაპირო დაცვამ ნავიდან 13 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი ამოიყვანა. კიდევ ერთი ადამიანი კრეტაზე, სამედიცინო ცენტრში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ნავი 9 ნოემბერს, დილით, კრეტიდან დაახლოებით 28 კილომეტრში აღმოაჩინეს. მაროკოს დროშის ქვეშ მცურავმა სატვირთო გემმა 18 ადამიანი გადაარჩინა, თუმცა ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით დაიღუპა.
ამავე დღეს კრეტის მიმართულებით მოძრავ კიდევ სამ ნავში 180-ზე მეტი მიგრანტი აღმოაჩინეს.
დაღუპულთა ვინაობა, მოქალაქეობა და გარდაცვალების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.