2026 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის ქვეყნებიდან სულ 4 200 საქართველოს მოქალაქე დააბრუნეს - ამის შესახებ Eurostat-ის მონაცემებიდან ირკვევა.

წლის პირველ, იანვარ-მარტის კვარტალში ევროკავშირიდან 2 060 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა. ამ მაჩვენებლით საქართველო თურქეთის შემდეგ მეორე ადგილზე იყო.

აპრილ-ივნისში კი ევროკავშირის ქვეყნებიდან კიდევ 2 140 საქართველოს მოქალაქე დააბრუნეს. მეორე კვარტალში საქართველოზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ თურქეთისა და სირიის მოქალაქეების შემთხვევაში დაფიქსირდა - ევროკავშირიდან 3 765 თურქეთისა და 2 770 სირიის მოქალაქე დაბრუნდა.

მთლიანობაში, 2026 წლის მეორე კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან მესამე ქვეყნებში 36 825 ადამიანი დააბრუნეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.7%-ით მეტია.

ამავე პერიოდში ევროკავშირის ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილება 110 335 არაწევრი ქვეყნის მოქალაქის მიმართ მიიღეს. ყველაზე მეტი ასეთი შემთხვევა საფრანგეთში, პორტუგალიასა და გერმანიაში დაფიქსირდა.

უშუალოდ მესამე ქვეყნებში დაბრუნების რაოდენობით კი პირველ ადგილზე გერმანია იყო - 8 400 ადამიანი, შემდეგ საფრანგეთი - 3 825 და პოლონეთი - 3 005.