ინდოეთის ჩატისგარჰის შტატში მომხდარი რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა.
ყველაზე მძიმე შემთხვევა მანენდრაგარჰ-ჩირმირი-ბჰარატპურის რაიონში მოხდა, სადაც სამგზავრო ავტობუსი გზის პირას მდგარ ხეს შეეჯახა.
ავტობუსში 46 ადამიანი იმყოფებოდა. შეჯახების შედეგად ექვსი მგზავრი დაიღუპა, მათ შორის ოთხი ქალი. დაშავდა 40 ადამიანი, რომელთა ნაწილიც მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა, რის შემდეგაც ავტობუსი ხეს შეეჯახა.
შტატის სხვა რაიონებში მომხდარი შემთხვევების შედეგად კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა.
ჩატისგარჰის მთავრობამ დაღუპულთა ოჯახებისთვის ფინანსური დახმარება გამოაცხადა. მომხდარის გარემოებებს სამართალდამცველები იკვლევენ.