პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით ასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა, დღეს კი ბრიფინგზე მის მიმართ წარდგენილი ბრალი დააკონკრეტა: 

“საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით სასამართლო განჩინების საფუძველზე გაზეთ ასავალ დასავალის წარმომადგენელი, დომენტ იგივე დიტო ჩუბინიძე დააკავა. 2026 წლის თებერვლიდან  დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი“ -  განაცხადა საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე, ბექა კვიციანმა პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.