თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს, ჟურნალისტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. ჟურნალისტი საქმის განხილვას არ ესწრებოდა. სავარაუდოდ, მას პოლიცია მოგვიანებით დააკავებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.
ეს მესამე ადმინისტრაციული საქმეა, რომელიც შსს-მ ვახო სანაიას წინააღმდეგ დაიწყო. მანამდე ჟურნალისტს უკვე შეფარდებული ჰქონდა 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და 6000-ლარიანი ჯარიმა