საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 70 წელს გადაცილებული მოქალაქის პენსია 545 ლარით გაიზრდება და 415 ლარი გახდება, ხოლო დევნილებს, რომლებსაც ჯერაც არ მიუღიათ საცხოვრებელი ბინები, შეეძლებათ ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაცია მიიღონ, ხოლო ამ პროცესი ჩართვა სრულიად ნებაყოფლობითი იქნება. 

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით. შესაბამისად 70 წლამდე ასაკის პენსიონერის პენსია, გარდა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისა, პირველი იანვრიდან გახდება 415 ლარი“,- განაცხადა კობახიძემ.