აშშ-ის სენატორების ორპარტიული კოალიცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსული დიზელის იმპორტთან დაკავშირებული შეთანხმების გაუქმებისკენ მოუწოდებს. ინიციატივას კიდევ ექვსი რესპუბლიკელი სენატორი შეუერთდა.

წერილს, რომელიც პრეზიდენტს რუსული საწვავის იმპორტის შესახებ გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს, დემოკრატებთან ერთად ხელი მოაწერეს რესპუბლიკელმა სენატორებმა - ტომ ტილისმა, სიუზან კოლინზმა, ჯონ არმსტრონგმა, ლიზა მურკოვსკიმ, მიჩ მაკკონელმა და ჯონ კორნინმა.

სენატორები აკრიტიკებენ ტრამპის შეთანხმებას, რომელიც რუსეთზე დაწესებული სანქციების გაუქმებასა და დიზელის მიწოდების გაზრდას ითვალისწინებს.

„ეს არის ღალატი უკრაინელი ხალხის მიმართ და საჩუქარი ჩვენი მოწინააღმდეგისთვის“, - ნათქვამია სენატორების ორპარტიული კოალიციის წერილში.

წერილის ავტორები პრეზიდენტს მოუწოდებენ, უარი თქვას შეთანხმებაზე, რომელიც რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებასა და ამერიკულ ბაზარზე რუსული დიზელის მიწოდების ზრდას უკავშირდება.