საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციები გამწვავდა. 2 ოქტომბერს პროტესტის გამო ქვეყანაში დაახლოებით 400 სკოლა, სავარაუდოდ, დახურული დარჩება.

აქციები, რომლებიც გასულ თვეს პარიზის რეგიონში მასწავლებლების დეფიციტისა და სკოლების შენობების მძიმე მდგომარეობის გამო დაიწყო, მთელ ქვეყანაში გავრცელდა და რიგ ქალაქებში ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ხუთშაბათს სულ მცირე ორ სკოლაში ხანძარი გააჩინეს, მარსელის კიდევ ერთ სკოლაში კი მასწავლებლებს შემთხვევით ბენზინი შეესხათ. სტრასბურგში ავტომობილი დაწვეს, ტულუზაში კი ახალგაზრდებსა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირება მოხდა.

საპროტესტო ტალღა ბელგიაშიც გავრცელდა. აქციები ქალაქ ლიეჟში დაიწყო, სადაც, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პარასკევს ყველა სკოლის დახურვა გადაწყდა, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს ათობით ადამიანი დაშავდა, პოლიციამ კი ასობით დემონსტრანტი დააკავა.