გერმანიაში, ქალაქ მაგდებურგთან, A2 ავტომაგისტრალზე მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა 6 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 14:48 საათზე, ბურგსა და კრეჰენბერგეს შორის მოხდა.
ჩამოვარდნის შემდეგ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ბორტზე მყოფი ორივე ადამიანი დაიღუპა.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ავტომაგისტრალზე მოძრავი სხვა ავტომობილები არ დაზიანებულა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიცია, მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. შემთხვევის გამო ავტომაგისტრალი ჰანოვერის მიმართულებით რამდენიმე საათით გადაიკეტა.
ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.