გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 ნოემბრის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით აჭარასა და გურიაში, ძლიერი ნალექია მოსალოდნელი.

შავი ზღვის სანაპიროზე შესაძლებელია 4-5-ბალიანი შტორმი, მაღალმთიან რაიონებში კი თოვა და ქარბუქი.

მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლოა გამოიწვიოს მდინარეებში წყლის დონის მატება, ცალკეული ტერიტორიების დატბორვა და მეწყრული პროცესების განვითარება.

მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.