საბერძნეთში, ფთიოტიდას რეგიონში, ლივანატესის ტერიტორიაზე მდებარე ღორების ფერმაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
შემთხვევა 3 ნოემბერს, დილით მოხდა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილია 45 წლის ინდოეთის მოქალაქე, რომელიც იმავე ფერმაში მუშაობდა.
გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულები მისი ძმისშვილები, 23 და 26 წლის ძმები არიან.
შემთხვევის შემდეგ ეჭვმიტანილი ფერმის ტერიტორიაზე მდებარე ნაგებობაზე ავიდა და პოლიციასთან კონტაქტზე უარს აცხადებდა.
ადგილზე სამართალდამცველები, სპეციალური მომლაპარაკებელი და სამაშველო ჯგუფები მივიდნენ.
დაახლოებით ორსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ 45 წლის მამაკაცი პოლიციას ჩაბარდა. იგი დააკავეს და სამედიცინო დახმარებისთვის გადაიყვანეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცსა და მის ძმისშვილებს შორის მანამდეც არსებობდა უთანხმოება, თუმცა მომხდარის ზუსტი მოტივი გამოძიებას ჯერ არ დაუდგენია.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.