მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ სოფელ ლისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 27 ოქტომბერს სოფელ ლისში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების დროს ბრალდებულმა ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, კახეთში, სიღნაღის რაიონში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოღებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.