თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, გაზსადენზე მომხდარი ავარიის შედეგად 11 500 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაფიქსირებული ავარიული დაზიანებაა.

კომპანიის ცნობით, აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბუნებრივი აირის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა 28 ოქტომბერს, 11:00 საათიდან უნდა დაიწყოს და 22:00 საათამდე დასრულდეს.

გაზმომარაგების აღდგენა ეტაპობრივად განხორციელდება, შესაბამისად, ყველა აბონენტს ბუნებრივი აირი ერთდროულად არ მიეწოდება.

კომპანია მოსახლეობას უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

ამ დროისთვის გაზმომარაგების სრულად აღდგენის შესახებ განახლებული ინფორმაცია არ გვაქვს.