საქართველოს საავიაციო ბაზარს ახალი ავიაკომპანია დაემატა. იორდანიის ეროვნულმა ავიაკომპანია Royal Jordanian-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო.
22 ოქტომბერს ავიაკომპანიამ ამანიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეგულარული რეისი Airbus A320 ტიპის თვითმფრინავით შეასრულა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, საწყის ეტაპზე თბილისი-ამანის მიმართულებით ფრენები კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს განხორციელდება.
ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები 2024 წლიდან მიმდინარეობდა, რის შედეგადაც საქართველოსა და იორდანიას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო.
ახალი მიმართულება მგზავრებს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს და ტურისტული კავშირების განვითარებას შეუწყობს ხელს.