შვეიცარიული ფუფუნების საგნების მწარმოებელი ჯგუფი Richemont, რომელიც ცნობილ საიუველირო ბრენდებს Cartier-სა და Van Cleef & Arpels-ს ფლობს, ალმასების მწარმოებელი გიგანტის, De Beers-ის შეძენის პროცესში ჩართვას განიხილავს.

კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს საინვესტიციო კონსორციუმთან, რომელიც De Beers-ის შესაძენად ემზადება. გარიგების სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

De Beers-ს ამჟამად კომპანია Anglo American ყიდის. ბრილიანტების ბაზარზე მოთხოვნის შემცირებამ და ლაბორატორიულად წარმოებული ალმასების პოპულარობის ზრდამ კომპანიას მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემები შეუქმნა.

Richemont-ისთვის გარიგებაში მონაწილეობა შესაძლოა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, რადგან კომპანია ბრილიანტების მიწოდების ჯაჭვზე მეტ გავლენას მოიპოვებს.

კონსორციუმს De Beers-ის ყოფილი ხელმძღვანელი გარეთ პენი ხელმძღვანელობს. შესაძლო შესყიდვაში ამერიკული საიუველირო კომპანია Signet-იც განიხილება.

მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საბოლოო შეთანხმება ჯერ არ გაფორმებულა. გარიგების განხორციელებაზე გავლენა შესაძლოა ბოტსვანის მთავრობის პოზიციამაც იქონიოს, რომელსაც შესყიდვაზე უპირატესი უფლება აქვს.