აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში ნავთობის წარმოებისა და გადამუშავების გასაზრდელად საგანგებო უფლებამოსილება გამოიყენა.

ტრამპმა 1950 წელს მიღებული თავდაცვითი წარმოების კანონის (Defense Production Act) შესაბამისი მექანიზმი აამოქმედა. გადაწყვეტილება ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, ნავთობის მოპოვების, გადამუშავებისა და ტრანსპორტირების პროექტებს ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს.

თეთრი სახლის განმარტებით, ნავთობის წარმოება და საწვავის მიწოდება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.

გადაწყვეტილება ენერგორესურსების გაძვირების ფონზე მიიღეს. საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და დიზელის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი და საწვავის მიწოდების შეფერხება უკავშირდება.

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის განცხადებით, მთავრობა გეგმავს 150 მილიონ დოლარამდე დაფინანსების გამოყოფას, რათა ქვეყანაში ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების შესაძლებლობები გაიზარდოს.

ხელისუფლების მიზანია ბენზინის, დიზელისა და საავიაციო საწვავის წარმოების ზრდა და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება.

ამ ეტაპზე კონკრეტული პროექტების საბოლოო სია ჯერ არ გამოქვეყნებულა. შესაბამისად, უცნობია, როდის აისახება ახალი გადაწყვეტილება საწვავის ფასებზე