ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აჭარაში დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით აჭარის რეგიონში 35 000 აშშ დოლარის ღირებულების 350 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა გაასაღა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი კუპიურები სრულად ამოიღეს.

ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურზე დაყრდნობით 19 ოქტომბერს გავრცელდა