შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი იგივე "კაწრო". ორივე მათგანი ცოტა ხნის წინ, თავიანთი სახლებიდან აიყვანეს.
როგორც შსს აცხადებს, გამოძიება მათ წინააღმდეგ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ორივე ბრალდებული დღეს, 15 ოქტომბერს დააკავეს. ყიფიანი და ბილანიშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული.
საქართველოს პროკურატურას მათთვის ჯერ ბრალი არ წაუყენებია.