მოსკოვში 53 წლის ელენა წერეთლისა და მისი 19 წლის ქალიშვილის, დარია წერეთლის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ თეიმურაზ გოგიაშვილს შესაძლოა უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

გამოძიების ვერსიით, დანაშაული 2026 წლის 1 ოქტომბერს მოხდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ბრალდებულმა ჯერ 19 წლის დარია წერეთელი მოკლა, მოგვიანებით კი მისი დედა, ელენა წერეთელი.

ქალების ცხედრები 3 და 4 ოქტომბერს მოსკოვში, საცხოვრებელ ბინასა და ავტოფარეხში აღმოაჩინეს. გამოძიების თანახმად, ბრალდებული დანაშაულის კვალის დაფარვას ცდილობდა.

თეიმურაზ გოგიაშვილი 4 ოქტომბერს ვორონეჟის ოლქში დააკავეს. რუსეთის საგამოძიებო ორგანოების ცნობით, მან წარდგენილი ბრალი ნაწილობრივ აღიარა.

5 ოქტომბერს მოსკოვის კუზმინსკის რაიონულმა სასამართლომ გოგიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის წინასწარ პატიმრობაში 3 დეკემბრამდე დარჩება.

გოგიაშვილს ბრამოსკოვში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ თეიმურაზ გოგიაშვილს უვადო პატიმრობა ემუქრებალად ედება ორი ადამიანის მკვლელობა ანგარებითი მოტივით, ასევე იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული დანაშაულები.

რუსეთის კანონმდებლობით, წარდგენილი ბრალდების საფუძველზე მას შესაძლოა უვადო პატიმრობა შეეფარდოს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. სასამართლოს საბოლოო განაჩენი ჯერ არ გამოუტანია.