თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი იყო. გამოძიების ვერსიით, ის იურიდიული პირის წარმომადგენელს დაჰპირდა, რომ მის პროდუქციას სავაჭრო ქსელში შეიტანდა და სანაცვლოდ სხვადასხვა გადასახადის დაფარვა მოსთხოვა.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა დაზარალებულისგან ჯამში 106 000 ლარის ღირებულების საქონელი და თანხა მიიღო და მიითვისა.
პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი დიდი ოდენობით თაღლითობის მუხლით წარედგინა, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.