ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი აცხადებს, რომ საქართველო ამჟამად კანდიდატი ქვეყანა „მხოლოდ ქაღალდზეა“.

კოსის თქმით, ის ისურვებდა, რომ ქართველი ხალხის ევროკავშირისადმი მაღალი მხარდაჭერის ფონზე, საქართველო დღეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში იმავე ეტაპზე ყოფილიყო, რომელზეც მოლდოვა და უკრაინა არიან.

ევროკომისარმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთან მიმართებით შემდგომი ნაბიჯები მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შეფასებებზე.

მისივე განცხადებით, საქართველოში მიმდინარე პროცესები ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშებში აისახება.

ამასთან, ევროკომისიამ 2026 წლის გაფართოების პროცესის ფარგლებში საორიენტაციო საგზაო რუკები ალბანეთისთვის, მოლდოვისთვის, მონტენეგროსა და უკრაინისთვის წარადგინა.