გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (BND) ყოფილი ხელმძღვანელი, ავგუსტ ჰანინგი, ჯაშუშობასთან დაკავშირებული ბრალდებებით დააკავეს.
გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით, ჰანინგი სახელმწიფო საიდუმლოების მოპოვებაში, ჯაშუშობასა და სახელმწიფო ღალატთან დაკავშირებულ დანაშაულებშია ეჭვმიტანილი.
ჰანინგთან ერთად დააკავეს მისი ყოფილი თანამშრომელი, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, წლების განმავლობაში BND-ის კონფიდენციალურ მასალებზე წვდომას ფლობდა.
პროკურატურის ვერსიით, თანამშრომელმა ჰანინგს დაახლოებით 2 000 დოკუმენტი გადასცა, რომელთა დიდი ნაწილი საიდუმლო ინფორმაციას შეიცავდა. გამოძიება ვარაუდობს, რომ ჰანინგი მიღებულ მასალებს კერძო საკონსულტაციო საქმიანობაში იყენებდა.
ერთ-ერთ შემთხვევაში, პროკურატურის ცნობით, ჰანინგმა საიდუმლო სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე ანალიზი უცხო ქვეყნის დაზვერვის თანამშრომლისთვის მოამზადა. რომელი ქვეყნის დაზვერვაზეა საუბარი, უწყება ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს.
ავგუსტ ჰანინგი BND-ს 1998-2005 წლებში ხელმძღვანელობდა. ორივე დაკავებულის საცხოვრებელ და სამუშაო სივრცეებში ჩხრეკა ჩატარდა.