პოლონეთში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 31 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც პოლონეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. 
დაკავება 16 ოქტომბერს, ქალაქ ლოძში, სამხედრო სამედიცინო აკადემიაში მოხდა, სადაც მამაკაცი რეზერვისტ ოფიცერთა მომზადების კურსს გადიოდა.

დაკავებულს რამდენიმე მობილური ტელეფონი, დოკუმენტები, ოფიციალური ბეჭდები, დიდი ოდენობით ნაღდი ფული და ოქრო აღმოაჩნდა. აღნიშნული დეტალების პროკურატურასთან დამოუკიდებლად დადასტურება ვერ შეძლო.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ცეზარ ტომჩიკის განცხადებით, მამაკაცმა პოლონეთის მოქალაქეობა გარკვეული ხნის წინ მიიღო და შესაბამისმა სამსახურებმა კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით იმოქმედეს.

პოლონეთის ხელისუფლება ბოლო პერიოდში არაერთხელ საუბრობს ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური სადაზვერვო საქმიანობის საფრთხეებზე.

ამ ეტაპზე ოფიციალურად არ დასახელებულა, რომელი ქვეყნის სასარგებლოდ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი დაკავებული. გამოძიება გრძელდება