თბილისის სამი რაიონის ნაწილს 24 საათის განმავლობაში წყალმომარაგება შეეზღუდება.
6 ოქტომბერს, დილის 11:00 საათიდან 7 ოქტომბრის 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მთაწმინდის, კრწანისისა და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს.
მიზეზი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპია. სამუშაოების ფარგლებში განახლებული ქსელი ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს, რის გამოც მაგისტრალური სისტემის წყლისგან დაცლაა საჭირო.
მთაწმინდა: რუსთაველის გამზირი, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ვაჩნაძის, გრ. აბაშიძის, ლაღიძის, ზანდუკელის, გაბაშვილის, ძმები კაკაბაძეების, მიხეილ ჯავახიშვილის, ზუბალაშვილების, გრიბოედოვის, ბესიკის, ჟორდანიას, სარაჯიშვილის, ალ. ჭავჭავაძის, შევჩენკოს, რეზო ჩხეიძის, ჭანტურიას, ბროსეს, მთაწმინდის, ლეო ქიაჩელის, ბარნოვის, ჯანაშიას და სხვა მიმდებარე ქუჩები.
კრწანისი: აბჟანდაძის, დიდი ხეივნის, ახალი ხეივნის, საბატონოს, გულუას, გულიას, ერეკლე II-ის, შარდენის, სიონის, იეთიმ გურჯის, ანტონ კათალიკოსის, დიუმას, ორბელიანის, მტკვრის, ათონელისა და სხვა ქუჩები; ასევე ბარათაშვილის, გორგასლისა და კოტე აფხაზის ქუჩების ნაწილი და კრწანისის ქუჩა შესახვევებითა და ჩიხებით.
ჩუღურეთი: უშანგი ჩხეიძის ქუჩა და მარჯანიშვილის ქუჩის №1–13 კენტი და №2–22 ლუწი ნომრები.