დანა უაითი ადასტურებს, რომ UFC-უსმან ნურმაგომედოვთან შესაძლო კონტრაქტის გაფორმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. 

თუმცა მერაბ დვალიშვილთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ მოლაპარაკებები შეწყდა.

უაითმა მომხდარს გულდასაწყვეტი უწოდა, ხოლო უსმანის საქციელს - მიუღებელი.

ნინა დრამა მერაბ დვალიშვილისა და უსმან ნურმაგომედოვის იცნიდეტნს ეხმაურება:

"მერაბ დვალიშვილი ჩემი ძმასავითაა. იმ ვიდეოს ნახვამ, სადაც მას თავს დაესხნენ, გული ამირია. იმ ლაჩრებმა პასუხი უნდა აგონ იმისთვის, რაც გააკეთეს. წინასწარ განზრახული თავდასხმა, ტელეფონებიც კი მომართული ჰქონდათ დასაღებად. დეგენერატების ხუნძი. UFC-მ დილონ დენისი მოკვეთა მას შემდეგ, რაც მას დაესხნენ თავს და 20 კაცი ეცა, როცა მხოლოდ ის და მისი ძმა იყვნენ, ხოლო იმათ არაფერი დაუშაოს? ძალიან იმედი მაქვს, UFC უსმან ნურმაგომედოვს და მის მეგობრებს სამუდამოდ აუკრძალავს UFC-ის შიგნით ფეხის დადგმას. გალიიდან გადახტომის შემდეგ სონგ იადონგისთვის იდაყვის დარტყმაც კი სცადა... მხოლოდ იმის გამო, რომ ეს გვარი აქვს, არ ნიშნავს, რომ სხვებზე მაღლა დგას".

მერაბ დვალიშვილისა და დაღესტანელების ინციდენტს ისლამ მახაჩევი საჯაროდ გამოეხმაურა:

"მათ, ვინც ახლა უსმანსა და ბიჭებს გმობს და შეურაცხყოფას აყენებს: რატომ დუმდით, როდესაც მერაბმა დაღესტნელ მებრძოლს დაარტყა და მის ღირსებას მიაყენა შეურაცხყოფა? კაცი მასთან ყოველგვარი ცუდი განზრახვის გარეშე, უბრალოდ დასალაპარაკებლად მივიდა. ის, რაც დღეს მოხდა, მერაბმა თავის სამშობლოში დაიწყო, როდესაც სტუმარს დაარტყა და დედა შეაგინა", - წერს მახაჩევი.