ქართველმა UFC-ის მებრძოლმა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში დიდგორის მონუმენტთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და ემოციური გზავნილი გაავრცელა.

„დავბრუნდი იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. არა მოსაგონებლად, არამედ გასახსენებლად. მატადორი ბრუნდება!“ - წერს თოფურია.

სპორტსმენის პოსტმა გულშემატკივრების ყურადღება მიიპყრო. დიდგორის მონუმენტთან გადაღებულ ფოტოებს განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან ეს ადგილი საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას უკავშირდება.

თოფურიას განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, გულისხმობს თუ არა სიტყვები „მატადორი ბრუნდება“ მომავალ ბრძოლას, საქართველოში დაბრუნებას თუ სხვა გეგმას.