გორში, სტალინის ქუჩაზე, ოჯახი საცხოვრებელი ბინიდან იძულებით გამოასახლეს. გამოსახლების პროცესი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განახორციელა.
ოჯახის წარმომადგენლის განცხადებით, შემთხვევა ვადაგადაცილებულ სესხს უკავშირდება. ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის შემდეგ საცხოვრებელი ბინა აუქციონზე გაიყიდა, რასაც ოჯახის გამოსახლება მოჰყვა.
ოჯახის წარმომადგენელი აცხადებს, რომ შექმნილი ფინანსური მდგომარეობის გამო საცხოვრებლის შენარჩუნება ვერ შეძლეს.
ამ ეტაპზე უცნობია დავის მეორე მხარის პოზიცია და გამოსახლების პროცესთან დაკავშირებული დამატებითი გარემოებები.