ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებამ შესაძლოა მსოფლიოში სათბურის აირების გამონაბოლქვი შეამციროს. ამის შესახებ ენერგეტიკული საკონსულტაციო კომპანია Wood Mackenzie-ის ახალ კვლევაშია საუბარი, რომელსაც Reuters ავრცელებს.

კვლევის თანახმად, ქვეყნების მცდელობა, შეამცირონ იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება და განავითარონ ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსები, შესაძლოა გარემოსთვისაც სასარგებლო აღმოჩნდეს.

ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ქარის ტურბინებს, მზის ელექტროსადგურებსა და ელექტრიფიკაციას.

ქარის ტურბინები ელექტროენერგიას საწვავის დაწვის გარეშე გამოიმუშავებენ, რაც ელექტროენერგიის წარმოებისას სათბურის აირების ემისიების შემცირების შესაძლებლობას ქმნის.

განახლებადი ენერგიის განვითარება ქვეყნებს საშუალებას აძლევს, გააძლიერონ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, შეამცირონ იმპორტზე დამოკიდებულება და ეტაპობრივად გადავიდნენ ენერგიის უფრო სუფთა წყაროებზე.

კვლევა მიუთითებს, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კლიმატის დაცვის მიზნები შესაძლოა ერთმანეთს ავსებდეს.