ქუთაისში, მწვანეყვავილას დასახლებაში, რიონჰესთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში 2 ახალაგაზრდა იმყოფებოდა, სავარაუდოდ, 18-20 წლის ბიჭები. ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სასწარფო დახმარებისა და სამაშველო ბრიგადები.
შემთხვევის ადგილზე როგორც ცნობილია ადგილზე მაშველები ჩამოვიდნენ ბათუმინდან.
ამ დროისთვის უცნობია, რა მდგომარეობაში არიან ავტომობილში მყოფი პირები და რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი. პერიმეტრია გადაკეტილია, გზაზე მოძრაობა აკრძალალულია.
მომხდარის დამატებითი დეტალები ზუსტდება.