საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის მოადგილედ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აირჩიეს.
„მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, ქართველიშვილის კანდიდატურა ვასილ მაღლაფერიძემ წარადგინა. მას მხარი საბჭოს წევრების უმრავლესობამ დაუჭირა. კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს ლაშა ტუღუშმა და ლიკა ბასილაია-შავგულიძემ.
დავით ქართველიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად პარლამენტმა 2026 წლის 23 ივნისს, „ხალხის ძალის“ წარდგინებით აირჩია.
აქამდე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას გია მურღულია იკავებდა.
ახალ თანამდებობაზე დავით ქართველიშვილის ყოველთვიური დარიცხული ანაზღაურება 6 798 ლარი იქნება, რაც წლიურად 81 576 ლარს შეადგენს.
შედარებისთვის, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის დარიცხული ანაზღაურება 8 817 ლარია, ხოლო საბჭოს რიგითი წევრის - 6 085 ლარი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 11 წევრისგან შედგება. თითოეული წევრი ექვსი წლის ვადით აირჩევა.