თბილისში, ორბელიანის მოედანზე, 24-25 ოქტომბერს გასტრონომიული ფესტივალი „თბილისი ფუდ-გენი 2026“ იმართება.
წლევანდელი ღონისძიება ქართულ ტრადიციულ ცომეულს ეძღვნება და მისი მიზანია ქართული კულინარიული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.
ფესტივალის მთავარი თემა ქართული ცომეულის მრავალფეროვნება, მისი მომზადების ტრადიციები და გასტრონომიული კულტურაა.
ღონისძიება ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 25 ოქტომბერს დასრულდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული შეფ-მზარეულები მიიღებენ. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ როგორც ცნობილი, ისე ნაკლებად გავრცელებული ტრადიციული კერძები.
პროგრამა მოიცავს კულინარიულ მასტერკლასებსა და საინფორმაციო სემინარებს. ფესტივალი დედაქალაქში პირველად ტარდება.