ინტერნეტის თავისუფლების შესახებ Freedom House-ის 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სტატუსი შეიცვალა და „ნაწილობრივ თავისუფალი“ გახდა.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი 100-დან 68 ქულაა.

„საქართველოს სტატუსი „თავისუფალის“ ნაცვლად „ნაწილობრივ თავისუფალით“ შეიცვალა, რადგან ხელისუფლება განაგრძობდა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად აღქმული ონლაინ აქტივიზმისა და სიტყვის გამოხატვის ჩახშობას“, - ნათქვამია ანგარიშში.

გასულ წელს საქართველოს ინტერნეტის თავისუფლების ინდექსი 70 ქულა იყო.