თბილისში, საბურთალოს რაიონში, რამდენიმე საცხოვრებელი ბინის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული სხვადასხვა დროს ფარულად შედიოდა საცხოვრებელ ბინებში და ძვირადღირებულ ნივთებს იპარავდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ეჭვმიტანილი დააკავეს. ჩხრეკისას ამოღებულია ნაქურდალი ნივთების ნაწილი, ასევე ხელსაწყოები, რომლებიც, გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.