1 სექტემბერს თბილისში დაკავებული ბიზნესმენი, თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მანამდე კი ბიზნესმენის ადვოკატმა, ლექსო სვიმონიშვილმა განმარტა, რატომ მიიღო მისი დაცვის ქვეშ მყოფმა საპროცესო შეთანხმების მოთხოვნის გადაწყვეტილება.
როგორც უფლებადამცველმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, ელიზბარაშვილმა აღიარა ის ქმედება, რასაც პირველ სხდომაზეც აღიარებდა, რომ ნამდვილად დაბრუნდა რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე და მეორე დღეს ნამდვილად გამოაქვეყნა პოსტი და ჩაწერა ლაივ - მიმართვა.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, ელიზბარაშვილს 9 თვე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, ასევე, დამატებით დაენიშნა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
შეგახსენებთ, თამაზ ელიზბარაშვილი 1 სექტემბერს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს.