საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ჩრდილოეთ ევროპის საკალათბურთო ლიგის (ENBL) პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში საკლუბო კალათბურთის განვითარება, სპორტული ინფრასტრუქტურა და საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართულ საკალათბურთო კლუბ „კავკასიას“, რომელიც აღნიშნულ ლიგაში პირველად ასპარეზობს.
შალვა გოგოლაძის განცხადებით, მან ლიგის პრეზიდენტს საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და ევროპის საკალათბურთო ფედერაციასთან თანამშრომლობით დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.
შეხვედრას კლუბ „კავკასიის“ მთავარი მწვრთნელიც ესწრებოდა.
ქართული კლუბის ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში მონაწილეობა საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და ქართული საკლუბო კალათბურთის ცნობადობის გაზრდის შესაძლებლობას ქმნის.