რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, სომხეთთან რუსეთის ურთიერთობები დიდი გამოცდის წინაშე დგას: "სომხეთის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ განვითარების ვექტორის შეცვლა გადაწყვიტა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ესეც კარგს არაფერს მოიტანს.
ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება სომხეთს დაემართოს, არის მისი მორიგ უკრაინად ქცევა. ეს ნათლად ასახავს იმას, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. ჩვენს რეგიონულ პრობლემებს ჩვენვე ვაგვარებთ. ჩვენ კავკასიის ნაწილი ვართ და თქვენთან ერთად კასპიის რეგიონსაც მივეკუთვნებით. ჩვენ არ გვჭირდება ვინმე სხვა იმისთვის, რომ ვიმეგობროთ, ვივაჭროთ და განვვითარდეთ" - თქვა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მედვედევმა ირანის სამთავრობო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ეს არ არის დიმიტრი მედვედევის მხრიდან პირველი მუქარანარევი გაფრთხილება როგორც სომხეთის, ასევე იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც რუსულ ორიტაზე ყოფნაზე უარი თქვეს და კურსი ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ აიღეს.