16 ოქტომბერს, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო - პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოები ელექტროქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში ჩატარდება და დენის გათიშვა სხვადასხვა დასახლებაში განსხვავებული ხანგრძლივობით არის დაგეგმილი.
ელექტროენერგიის მიწოდება შემდეგი განრიგით შეიზღუდება:
- დუშეთის მუნიციპალიტეტი | 10:30-19:00
სოფლები ჩანადირთკარი, საკრამული, საშაბურო, კოჭობა და მიმდებარე დასახლებები.
- ცხვარიჭამია და მიმდებარე ტერიტორია | 11:00-18:30
ცხვარიჭამია, კევლიანი, თეზამი და მიმდებარე სოფლები.
- მცხეთის მუნიციპალიტეტი | 12:00-14:00
სოფლები მუხრანი, ქსოვრისი, ძველი ქანდა და მიმდებარე დასახლებები.
„ენერგო - პრო ჯორჯიას“ ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.