თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სატვირთო ტრაილერი და ავტობუსი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია შეჯახება და როგორია დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.