რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, ავტომობილი 15 წლის მოზარდს დაეჯახა. შემთხვევა ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ავტობუსიდან ჩამოვიდა და გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
9 ოქტომბრის დილის მონაცემებით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი და სხვა გარემოებები ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის.