ბათუმის „დინამომ“ საქართველოს ეროვნული ლიგის 28 - ე ტურში თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
„ბათუმი არენაზე“ გამართული მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 44 - ე წუთზე ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მაურიდესმა, ულად-ომარ იმრანის გადაცემის შემდეგ გაიტანა.
თბილისელებმა მეორე ტაიმში ანგარიშის გათანაბრება სცადეს და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა მასპინძლებმა უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს.
ამ გამარჯვებით ბათუმის „დინამომ“ 50 ქულა დააგროვა და ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მეორე და მესამე პოზიციებზე მყოფ „რუსთავსა“ და „იბერია 1999“- ს 49 - 49 ქულა აქვთ, თბილისის „დინამო“ კი 48 ქულით მეოთხეა.
შეხვედრა 11 ოქტომბერს გაიმართა და მას დაახლოებით 14 - 15 ათასი გულშემატკივარი დაესწრო, რაც მიმდინარე სეზონის დასწრების რეკორდია