ქუთაისში ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, ამის გაგების შემდეგ ნერვიულობისგან დაიღუპა ავტომობილის მძღოლიც - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ინფო იმერეთი ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა  ავანგარდის დასახლებაში 30 სექტემბერს მოხდა, მას შემდეგ მძიმედ დაშავებული კაცი საავადმყოფოში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.